04/01/2024
15:55
ეკონომიკა
2023 წლის ნოემბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ დაწრილი საჩივრების 99% მათ სასარგებლოდ დასრულდა. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლების მხრიდან, გასული წლის ნოემბერში ჯამში, 160 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც 158 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
ამასთან, 2023 წლის ნოემბერში შესული საჩივრიდან 150 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, ხოლო 7 - სალომბარდე სესხებს.
რაც შეეხება პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით, აღნიშნული საჩივრებიდან 149 ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 6 - სხვა გადასახდელებზე, 3 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშული პრეტენზიებიდან 158-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 1-ს შემთხვევაში მიჩნეულია საფუძვლიანად და გადაწყვეტილია მომხმარებლის სასარგებლოდ, 1-ზე დავა არ არის დასრულებული.
ცნობისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.
0
0