26/10/2024
15:29
სპორტი
დღეს, 26 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი შეხვედრები მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია ტიტულს პირველად დაიცავს. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთს, "რეალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!.. აქვე შეგახსენებთ, 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა.
8 მატჩში 19 ქულა ამ საუკუნეში "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ანტონიო კონტემ აშკარად გარდასახა ის გუნდი, რომელსაც გასულ სეზონი ძალიან წარუმატებელი ჰქონდა და ჩემპიონობაზე კვლავ ფიქრობენ.
ნეაპოლელები დაცვაში საიმედოდ თამაშობენ, სერია "ა"-ს ბოლო 5 მატჩში (ერთი თასზეც) ოთხში კარი მშრალად შეინახეს, ბურთები კი 10:1-ზე. რაც შეეხება ბურთის ფლობას, ევროპის
ტოპლიგებში ლიდერებს შორის მყოფ გუნდებში მათ ამაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ და იტალიის ჩემპიონატში ამ მხრივ მე-11 ადგილზე არიან - მხოლოდ 47%.
"ნაპოლის" შაბათის საშინაო მეტოქე
"ლეჩეა"(თბილისის დროით 17:00 საათზე), სადაც კონტე კარიერას 16 წლის ასაკში იწყებდა, პირველი გოლი კი სამი წლის შემდეგ სწორედ "ნაპოლის" გაუტანა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ამ გუნდებს შორის 2 ფრე დაფიქსირდა. ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი მათთან ვიქტორ ოსიმენისთვის შესრულებული საგოლე პასია. "ლეჩე" გასულ ტურში "ფიორენტინასთან" (0:6) განადგურდა, ყველაზე ცოტა აქვს გატანილი, ყველაზე ბევრი გაშვებული და მთავარ მწვრთნელ გოტისთვის იქნებ ეს ბოლო შანსიც იყოს. მათ შემადგენლობაშია ალბანელი რამადანი(ბერიშა ტრავმირებულია), რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში 90 წუთი ითამაშა. აქაა ხორვატი ანტე რებიჩი, "მილანიდან" თურქეთში რომ წავიდა და ისევ იტალიას დაუბრუნდა.
ლობოტკას კვლავ გილმორი ჩაანაცვლებს, მეკარე მერეტი კი სასტარტოში დაბრუნდება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024