31/08/2022
11:10
მსოფლიო
„სანქციები ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ვაიძულოთ ის დაასრულოს ომი. მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის. ჩემი აზრით, გერმანიის მიერ სანქციების მოხსნა შეუძლებელია. ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინის მიერ დაწყებული სასტიკი ომის გამართლება შეუძლებელია.
„რუსეთმა დაიწყო საშინელი, სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომლის გამართლება შეუძლებელია. რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა ამდენი ქალის, კაცის და თუნდაც ბავშვის მკვლელობაზე, ამდენი ნგრევის გამო. ეს იყო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება მოახდინა ამ დარღვევაზე და დააწესა სანქციები. ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მხარს ვუჭერთ მას“, - აღნიშნავს ოლაფ შოლცი.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024