12/12/2023
11:27
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების სახით, არ სურს აფხაზეთის მსოფლიოს ნაწილად დანახვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში არანაირი განვითარება არ მოხდეს“, - აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, აფხაზეთი უნდა ისწრაფოდეს, გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია „ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებას და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე“.
„ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე. აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები და ევროპის ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის“, - აღნიშნა ბჟანიამ.
0
0