20/07/2022
13:52
მსოფლიო
დასავლეთი ცდილობს, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით თავის თამაშებში ჩაითრიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რამდენიმე თვეა განვმარტავთ, რომ დიახ, სასუქი თავისთავად არ ექვემდებარება სანქციებს, მაგრამ გემით ტვირთის გადაზიდვის საფასური, დაზღვევა, ჩვენი გემების ვიზიტები, რომლებიც ამ ტვირთს ატარებენ, უცხოურ პორტებში, ასევე, ჩვენს პორტებში უცხოური გემების შემოსვლა - ეს ყველაფერი მოექცა სანქციების პირველი ან მეორე პაკეტის ქვეშ. ამიტომ, როცა გვატყუებენ და გვეუბნებიან, რომ „ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებულიო“ - არაკეთილსინდისიერია. სამწუხაროდ, ისინი ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ თავიანთ თამაშებში გაერო-ს გენერალური მდივანი ჩაითრიონ“, - განაცხადა ლავროვმა.
0
0