08/10/2024
21:03
არჩევნები 2024
ევროპელები, ვიღებთ იმ გზას და გადაწყვეტილებას, რომელსაც თავისუფალი ხალხი ირჩევს თავისი მომავლისთვის, ეს არის რუსეთთან სხვაობა. ამის შესახებ ევროპალრამენტარმა, მაიკლ გალერმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გალერის თქმით, ქართველები თავად გადაწყვეტენ თუ რომელი გზის გაგრძელება სურთ.
“ამ ეტაპზე არ ველი ვერდიქტს მომავალი არჩევნების ხარისხის შესახებ, ამისთვის ეუთოს გრძელვადიანი მისია გვაქვს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ სამუშაოს აკეთებენ. მე უბრალოდ ველი, რომ შესაბამისი ოფიციალური პირები არჩევნებისთვის არსებულ კანონებს გაატარებენ შესაბამისი სამართლიანი, პროფესიონალური ფორმით.
ქართველები ნამდვილად თავად გადაწყვეტენ თუ რომელი გზის გაგრძელება სურთ. და ამ მომენტისთვის ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირისკენ ამ გზას, ვინაიდან, ეს არის პერსპექტივა, რომელსაც რაღაც გააჩნია ყველა მოქალაქისთვის ყველა ქვეყანაში. ერთი ქვეყანაც არ არის, რომელიც ახლა უარესადაა, ვიდრე ევროკავშირში შესვლამდე იყო.
ჩვენ, როგორც ევროპელები, ვიღებთ გზას და გადაწყვეტილებას, რომელსაც თავისუფალი ხალხი ირჩევს თავისი მომავლისთვის. ეს არის რუსეთთან სხვაობა, რომელიც ამას არ ეგუება. ამ მომენტისთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის მეშვეობით, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხი ძალიან ნათელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეტყვის მსოფლიოს და ყველა მსმენელს, საქართველოს რომელი გზაა საუკეთესო ამ არჩევნებისთვის”, - განაცხადა გალერმა.
0
0