25/02/2022
12:37
კონფლიქტები
„2014 წლამდე, ფაქტობრივად, რუსეთი საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში. რუსეთის მოწონების რეიტინგი სადღაც 70% იყო. ამჟამად, საპირისპირო სურათია. ახლა უკრაინელების 90%-ს სძულს რუსეთი და რა თქმა უნდა, ეზიზღება პრეზიდენტი პუტინი. ისინი მტკიცედ გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, მათ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მთავრობა წაართვან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ პუტინი შეეცდება რუსული არმიის უკრაინის ფარგლებს გარეთ წინ წაწევას, თუმცა, ბლინკენის თქმით, ნატოს მე-5 მუხლი შემაკავებელი ფაქტორია.
„არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ პუტინი უკრაინის ფარგლებს გასცდეს? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რაღაც ძალიან ძლიერი დგას ამის გზაზე. ეს ნატოს მე-5 მუხლია. ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ წევრზე არის თავდასხმა ნატოს ყველა წევრზე. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი საშუალება პრეზიდენტ პუტინის უკრაინის ფარგლებს გარეთ გასვლის წინააღმდეგ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
0
0