დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს - საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო
26/10/2024
21:38
არჩევნები 2024
A-
+A
ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ვიყავით, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა. ვესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, ადგილობრივ პერსონალს და პროცედურები დაცულად წარიმართა, - განუცხადა „ქრონიკას“ საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ.
„საარჩევნო პროცესის სანდოობა არ დარღვეულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ელექტრონული სისტემით ხალხი კმაყოფილია, კარგად მუშაობს. რეგულაციების დაცვის კუთხითაც დადებითი შეფასება გვაქვს. აქტივობა ძალიან მაღალია. არჩევნების სანდოობასა და პროცესიის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ მაქვს. არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დარღვეულა ლეგიტიმურობა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს“, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.
0
0
106
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%