16/08/2024
15:17
მედიცინა
დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Bavarian Nordic-მა ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოს კომპანიის მიერ წარმოებული მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი (Mpox) ჯანდაცვის სფეროში გლობალურ საგანგაშო საკითხად გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ბავშვები და ახალგაზრდები დაავადების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან.
„აფრიკაში აფეთქებული ეპიდემიის დროს, ბავშვები და ახალგაზრდები მაიმუნის ყვავილით არაპროპორციულად ავადდებიან, რაც ხაზს უსვამს ამ დაუცველი მოსახლეობისთვის ვაქცინებისა და თერაპიის ხელმისაწვდომობის გაფართოების მნიშვნელობას და აუცილებლობას.
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოს მიერ ჩატარებული მიმოხილვის შემდეგ, ასევე ვემზადებით კლინიკური ცდის ჩასატარებლად, რათა 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება შევაფასოთ, რაც პოტენციურად გაახანგრძლივებს მის გამოყენებას.
კლინიკური ცდები, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის მიერ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარდება”, - თქვა Bavarian Nordic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჩაპლინმა.
Reuters-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარიდან, კონგოში, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების 27,000, ხოლო 1,100-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა (ძირითადად ბავშვებში) დაფიქსირდა.
0
0