19/12/2021
17:10
საზოგადოება
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება.
„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“,-აღნიშნა მეუფემ.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე არ უსაუბრია.
„მოვისმინე სასამართლო, რასაკვირველია, თქვენც მოისმინეთ. მას დაუსვეს კითხვა7 ნოემბრის შესახებ, 2 საათი 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? დავიღალეო. 2 საათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა“, - აღნიშნა მეუფე იოანემ.
0
0