06/07/2022
12:14
მედიცინა
D ვიტამინოზი ანუ D ვიტამინის სიჭარბე მწვავე მდგომარეობაა, რომელიც დანამატების მოხმარებით, D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად ვითარდება. ჟურნალი BMJ Case Reports იუწყება დანამატების ჭარბი მიღების შედეგად გამოწვეულ რთული D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაზე, სიმპტომებზე, და ჰიპერვიტამინოზის ზრდად სიხშირეზე.
დღეს ჟურნალ BMJ Case Reports-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ექიმები იცნობებიან, რომ D ვიტამინოზის დიაგნოზი ჰოსპიტალიზირებული პაციენტის მკურნალობის შემდეგ გამოიკვეთა. Eukalert-ზე გამოქვეყნებული პრეს რილიზის მიხედვით, შუახნის მამაკაცი პაციენტი ავლენდა სიმპომებს როგორებიცაა: განმეორებითი ღებინება, მუცლის არეში და თავის ძლიერი ტკივილები, ფეხის კუნთების კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, პირისღრუს სიმშრალე, მომატებული წყურვილი, დიარეა, და წონის კლება (12.7 კგ).
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები
D ჰიპერვიტამინოზს მრავალი და ცვლადი სიმპტომები აქვს. ეს სიმპტომებია: ძილიანობა, გაფანტულობა, კომა, ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, სქესობრივი დისფუნქცია, დეპრესია, პანკრეატიტი, მაღალი წნევა, არითმია, თირკმლის პრობლემები, და თირკმლის უკმარისობა. სხვა ასოცირებული სიმპტომები შეიძლება გახდეს: თვალის ანთება, სახსრების ტკივილი, და სმენის დაქვეითება, ან დაყრუება.
D ჰიპერვიტამინოზის გამომწვევი მიზეზი და მისი მკურნალობა
პაციენტს სიმპტომები D ვიტამინის დანამატის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ შემდეგ დაეწყო. პაციენტი ყოვედღე იღებდა 20-ზე მეტი სახეობის დანამატს: D ვიტამინის 50,000 მგ (ნორმალური დღიური დოზა - 600 მგ), K2 ვიტამინის 100მგ (ნორმალური დღიური დოზა - 100-300 μმგ), C ვიტამინი, B9 ვიტამინის 1,000 მგ (ნორმალურიდღიური დოზა - 400 μმგ), B6 და B2 ვიტამინები, 2,000 მგ ომეგა-3 ორჯერ დღეში (ნორმალური დღიური დოზა - 200-500 მგ), კიდევ სხვა ვიტამინები, მინერალები, და პრობიოტიკები.
იმის მიუხედავად, რომ პაციენტმა ვიტამინების მიღება სიმპტომების გამოვლების შემდეგ შეწყვიტა, სიმპტომები არ გაქრნენ. სისხლის ანალიზებით გაირკვა, რომ მას ძალიან მაღალი კალცის და შედარებით ამაღლებული მაგნიუმის დონე ჰქონდა. ამასთან ერთად, პაციენტს D ვიტამინის 7-ჯერ უფრო მაღალი დონე აღენიშნებოდა ვიდრე ჯანსაღ მდგომარეობში საკმარისად მიიჩნევა. პაცინტს თირკმელის პრობლემებიც შეექმნა.
პაციენტს ინტრავენული სითხეების საშუალების სისტემა გამოურეცხეს და უმკურნალეს ბიოფოსფატებით, რომლებიც ძვლების გასაძლიერებლად და კალცის დონის დასარეგულირებლად გამოიყენება. მკურნალობიდან 2 თვის შემდეგ D ვიტამინის დონე მაინც ნორმაზე ზედმეტად მაღალი დაფიქსირდა. კალცის დონე კი ნორმალურს დაუბრუნდა.
„გლობალურად D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევების ზრდადი ტენდენცია შეინიშნება. ეს კლინიკური მდგომარეობაა და ხასიათდება ამაღლებული D3 ვიტამინის დონით. რადგან სიმპტომები შედარებით გვიან ვლინდება (დაახლოებით 2 თვის შემდეგ), დიაგნოზის შემდეგ სიმპტომებმა შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გასტანონ,“ - წერენ კვლევის ავტორები.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ D ჰიპერვიტამინოზის სიხშირე იზრდება, ეს მაინც იშვიათი დიაგნოზია.
„ეს შემთხვევა კიდევ უფრო უსვამს ხაზს დანამატების პოტენციურ ტოქსიკურობას, რომლებიც უსაფრთხოდ მიიჩნევა, მანამ სანამ სახიფათო რაოდენობებით, ან სახიფათო კომბინაციებში იქნება მიღებული,“ - აჯამებენ ავტორები.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0