28/11/2022
14:08
სამართალი
რუსთავში სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილი გოგო მაღაზიის კონსულტანტია.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 18 წლის გოგომ მეგობარს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში მიაკითხა. 21 წლის ახალგაზრდა დაწესებულებიდან გამოიყვანა, რამდენიმე წუთში კი მუცლის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
21 წლის ქალი სასწრაფომ რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ბრალდებულს, ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
0
0