06/06/2024
18:39
სამართალი
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვასაც ედავებიან.
ორი მუხლით მიმდინარე გამოძიების შესახებ, დღის პირველ ნახევარში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გახდა ცნობილი. სუსი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" კვალზე საუბრობს.
სულ ცოტა ხნის წინ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა. ადვოკატი საქმის დეტალებზე ბევრს ვერ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
"დაკავებულები იყენებენ დუმილის უფლებას, საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო," შესაბამისად, გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც გავრცელებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ამ ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება. აღკვეთის ღონისძიების სავარაუდო მსჯელობა იქნება დღეს და სასამართლოზე დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიცია, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე," - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ.
0
0