14/06/2022
19:04
ეკონომიკა
2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, მოქალაქეთა საპენსიო აქტივების ღირებულება მთლიანი 2.39 მილიარდი ლარია. აქედან დარიცხული სარგებელი 334 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს თანახმად, დაგროვებით სისტემაში გაწევრიანებული მოქალაქეების რაოდენობა 1,285,000-ია.
"დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 1,938 პირმა მათზე გაცემული თანხა, კი 3,986,387-ს შეადგენს", - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად, 2.39-მილიარდიან საპენსიო აქტივებს შორის 16% უცხოურ აქტივებშია განთავსებული, კერძოდ, თანხის 9% - უცხოურ აქციებში, 7% კი უცხოურ სახელმწიფო ობლიგაციებში არის დაბანდებული.
თანხის დანარჩენი ნაწილი კი ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და სახელმწიფო ობლიგაციებშია განთავსებული.
0
0