დაგეგმილი ჰქონდა გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
28/10/2021
14:45
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი პროვოკაცია და მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა იყო.
„სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა“,- განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილი სამართალდამცველებს ჩაბარდა, პრემიერმა განაცხადა: „ჩაგვბარდა კი არა, დავიჭირეთ“.
0
0
550
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%