25/08/2022
14:46
სამართალი
პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა.
0
0