"დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან" – უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის
26/02/2022
14:51
ომი უკრაინაში
A-
+A
უკრაინა რუსი სამხედროების ოჯახებისთვის ცხელ ხაზს ქმნის. ამ ცხელი ხაზით რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ მოიპოვონ ინფორმაცია დაღუპულ, ტყვედ ჩავარდნილ და დაჭრილ რუს სამხედროებზე. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს. მისი თქმით, ცხელი ხაზი დღეს, 26 თებერვალს საღამოთი ამუშავდება.
"ცხელ ხაზს ერქმევა "დაბრუნდი ცოცხალი უკრაინიდან. ამ ცხელ ხაზზე თქვენ შეძლებთ იკითხოთ ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ახლობლები, ჩავარდნენ ტყვედ, თუ დაჭრილები არიან. გადაჭრათ საკითხი, როდის შეძლებთ თქვენი დაღუპული ნათესავის გვამი წაიღოთ.
თუ თქვენი ნათესავი ტყვედ ჩავარდა, შეძლებთ მოკლე შეტყობინება დაუტოვოთ თქვენს ქმარს, შვილს." - წერს გერაშენკო.
ანტონ გერაშენკოს თქმით, ამ საკითხზე ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
0
0
381
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%