21/07/2022
13:04
მსოფლიო
ახალმა გენეტიკურმა აღმოჩენამ შესაძლოა დაავადების გადამტანი კოღოები სამუდამოდ მოზარდ მწერებად გარდაქმნას და ამით მათი სრულყოფილი განვითარება და გამრავლების უნარი შეაჩეროს, იტყობინება რივერსაიდის კალფორნიის უნივერსიტეტი (UCR).
2018 წელს ენტომოლოგმა ნაოკი იამანაკამ კოღოებში გადამწყვეტი სტეროიდული ჰორმონი აღმოაჩინა, რომელსაც კოღოს უჯრედებში შესაღწევად და იქიდან გამოსასვლელად სატრანსპორტო ცილები ესაჭიროებათ. ამ ჰორმონს ექდისონი ეწოდება და “მოლპობის ჰორმონსაც” ეძახიან, რადგან მის გარეშე კოღოები ზრდასრულობას ვერ აღწევენ და ვერც ჯვარდებიან.
იამანაკას აღმოჩენამდე, სახელმძღვანელოები გვასწავლიდნენ, რომ ექდისონი უჯრედების მემბრანების გადასწვრივ თავისუფლად მოძრაობდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ექდისონი აუცილებელია ყველა მწერის სასიცოხლო ციკლის ეტაპებისთვის - კვერცხიდან გამრავლებისუნარიან ზრდასრულობამდე. ექდოსინის სატრანსპორტო ცილები, რომელიც იამანაკამ 2018 წელს აღმოაჩინა, სხვა ცილებთან ერთად ყველა იმ მწერში გვხვდება, რაც იამანაკამ შეისწავლა. მაგრამ ამ მხრივ, კოღოები განსაკუთრებულები არიან.
კოღოებს, დროზოფილებში ანუ ხილის ბუზებში აღმოჩენილი 4 სატრანსპორტო ცილიდან მხოლოდ 3 აღმოაჩნდათ. მათ არ გააჩნიათ პირველად და გადამწყვეტი ექდისონის გადამტანი ცილა.
ეს აღმოჩენა ქმნის კონკრეტულად კოღოებზე მიმართულ ინსექტიციდის განხორციელების შესაძლებლობას, რაც ფუტკრებს და სხვა სარგებლის მომტან დამმტვერამებს არ ავნებს. შედეგად კვლევაში გამოყენებულ კოღოების ჯიშს, Aedes aegypti-ს “მოვათვინიერებთ”, რომლებიც ავრცელებენ ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: ყვითელი ცხელება, დენგე, ზიკას ვირუსი, ჩიკუნგუნია, და სხვა.
“ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ისეთი ნივთიერება, რომელიც ექდისონის სატრანსპორტო ცილის დაბლოკვა მოახერხებს, მაგრამ არ იმოქმედებს მის პირველად და ძირითად ფუნქციაზე და შედეგად არ ავნებს ისეთ მწერებს, რომლებიც ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენენ,” - განაცხადა იამანაკამ.
რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტში ახალი კვლევა ტარდება. ამ კვლევის ხელმძღვანელი, უჯრედული ბიოლოგიის ექსერტი საჩიკო ჰაგა-იამანაკა მწერებში აღმოჩეილი ჰორმონების სატრანსპორტო მექანიზმის ანალოგს ადამიანის ორგანიზმში ეძებს.
იამანაკას კვლევას ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (National Institute of Health) აფინანსებს. იამანაკა ახლა უკვე ექდისონის სატრანსპორტო ცილების მბლოკავ ნივთიერებებს სწავლობს.
უკვე არსებობს მეთოდები, რითაც შესაძლებელია კოღოების მოსახლეობების განადგურება. მაგალითად, სტერილური და დასხივებული მამრი კოღოების ბუნებაში გაშვება ინსექტიციდების საჭიროებას გამორიცხავს, რადგან ეს ლაბორატორიაში დამუშავებული კოღოები ველურ მდედრ კოღოებთან ერთად ჯვარებიან, მაგრამ დადებული კვერცხები არ იჩეკებიან. ეფექტური მეთოდის არსებობის მიუხედავად, იამანაკა ფიქრობს, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა კოღოების პრობლემის გადაჭრა მრავალ სიტუაციაში შევძლოთ.
“კოღოების ხელოვნურად გადაშენება შეუძლებელია, ხოლო მათ გასანადგურებლად ერთ მეთოდზე დაყრდონობა კი საშიში. გლობალურ დათბობასთან ერთად, კოღოები მეტად გამრავლდებიან, და უფრო დიდ პრობლემად მოგვევლინებიან, განსაკუთრების სამხრეთ კალიფორნიაში,” - აჯამებს იამანაკა.
ამ კვლევას უფრო ვრცლად შეგიძლიათ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გაეცნოთ.
წყარო: SciTechDaily
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0