14/01/2023
14:27
კონფლიქტები
ცხინვალში დაკრძალეს 21 წლის მოხალისე ტამერლან ოსტაევი, რომელიც უკრაინაში ხარკოვის ოლქის სოფელ იზიუმთან დაიღუპა.
ცხინვალური მედიის ცნობით, ოსტაევი „უკრაინელ ნეონაცისტებს“ მოხალისეთა ქვედანაყოფების „ალანია“ და „ვეტერანები“, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი რეგულარული სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში ებრძოდა. მის ცხედარს რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ.
ტამერლან ოსტაევის დაკრძალვის ცერემონიას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოსტაევი დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვეს სიკვდილის შემდეგ. საბრძოლო დავალების შესრულების დროს გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის იგი ასევე, წარდგენილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოზე.
0
0