01/03/2023
13:31
კონფლიქტები
ცხინვალში სროლისას დაჭრილი 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანეს.
ინფორმაციას პაციენტის „მოსაზღვრე სახელმწიფოში“ გადაყვანის შესახებ ცხინვალური მედია ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბავშვთა ქირურგის ლუიზა ჯიოევას განცხადებით, გუშინ დაჭრილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონზე მოვიდა და შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა. გუშინ ღამით აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის მოსაზღვრე სახელმწიფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ჯიოევამ.
როგორც წესი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები და ცხინვალური მედია „მოსაზღვრე სახელმწიფოდ“ საქართველოს მოიხსენიებენ და პაციენტების გადაყვანის შემთხვევებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მეირ კონტროლირებად ტერიტორიას გულისხმობენ.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში შეყვანისას ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
„ბავშვს მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა ღვიძლისა და ნაწლავების დაზიანებით, ასევე ჰქონდა წინამხრის ძვლების მოტეხილობა“, - განაცხადა ქირურგმა.
4 წლის არსამაგ მამიევი გუშინ ცხინვალში სროლის შედეგად დაიჭრა. მოკლულია მცირეწლოვანის მამა.
0
0