25/09/2023
11:22
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიერ „ჯერ კიდევ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“. მან „აფხაზ და ოს და-ძმებს“ მიმართა: „ჩვენი ერთიანობის მოწინააღმდეგე ჩვენი საერთო მტერია“.
„სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მოიშორებს თავის „ფანტომურ ტკივილებს“ და ვერ ეთანხმება იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა. ოს ხალხს, რომელსაც არაერთხელ გამოუცდია საქართველოს „მშვიდობისმოყვარე“ დამოკიდებულება, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სამხრეთ ოსეთის კურსის უცვლელობას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით, რომელიც არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024