13/10/2023
16:54
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას სასარგებლოდ მიიჩნევს და მხარს უჭერს „დიალოგის გაგრძელებას და ახალი გზების ძიებას ეფექტურობის გაზრდისა და ამ ფორმატში მუშაობის წინსვლისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ფორმატის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
„ჟენევის დისკუსიები დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესანარჩუნებლად. მისი მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც გამორიცხავს ომის განახლების შესაძლებლობას, საომარ მოქმედებები. ამ კონტექსტში, დისკუსიების მთავარი მიზანია საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების შემუშავება და ხელმოწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალში ასევე აცხადებენ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები „რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ნდობის განუყოფელი ელემენტია“.
სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024