05/02/2024
22:50
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, მოიშოროს ილუზიები „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან დაკავშირებით და მიიღოს 2008 წლის შემდეგ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები.
ამის შესახებ TASS-ს დეფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.
„ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობიანი“ ბუნება, მშვენივრად ესმით ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფასი. მოგიწოდებთ, მოიშოროთ თქვენი ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც განვითარდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, - განაცხადა ჯიოევმა.
0
0