30/08/2024
15:55
სამართალი
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, 23 წლის თემო ხადურის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დამოუკიდებელი ექსერტიზის ჩატარებას აირებენ.
როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი აცხადებს, 23 წლის ბიჭი სასტიკადაა ნაცემი:
“სასტიკადაა ნაცემი, ცხედარი დაშლილი იყო უკვე, სამი დღის მკვდარი ვიპოვეთ, ვიღაც გამვლელმა ნახა ისიც შემთხვევით. საკუთარმა მამამაც ვერ ამოიცნო ისეთ დღეში იყო, მხოლოდ ჯვრით მოხდა მისი ამოცნობა. პირადი ნივთები, მობილური დაკარგულია, აიქლაუდი ჩვენ გავტეხეთ და ყველაფერი წაშლილი დაგვხვდა. “
ოჯახის ახლობლის თქმით, პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რათა ზუსტად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი და მოხდეს დამნაშავეთა დროული დაკავება და დასჯა.
23 წლის თემო ხადურს, ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი არასრულწლოვანმა სოფელ სიმონეთში, ხელოვნურ ტბაში შემთხვევით იპოვა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024