COVID-19-ით სიკვდილიანობა 10%-ით შემცირდა - ჯანმო
29/09/2021
16:19
მსოფლიო
A-
+A
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა 10 პროცენტით შემცირდა. შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
”კვირის განმავლობაში COVID-19–ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება. ამის მიუხედავად, 20–დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 3,3 მილიონზე მეტი ინფიცირების და 55 ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა”, - ნათქვამია მოხსენებაში.
ჯანმო-ს მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 232,075,351 შემთხვევა ფიქსირდება, დაავადებას 4,752,988 ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
231169
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%