17/10/2024
13:28
არჩევნები 2024
ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვენებს, რომლითაც პარტია ,,ახალის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამის ბრიფინგს ეხმიანება.
ჩერგოლეიშვილი ადამიანებს მოუწოდებს, თუ არ უნდათ მიხეილ სააკაშვილი, ხმა არ მისცენ ნაციონალურ მოძრაობას და ახალს
სტატუსის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ ჩერგოლეიშვილს ეკითხება თუ ვის აძლევს ხმას
ვის მიიჩნევთ თამარ ნორმალურ ძალად? ვის შეიძლება მისცეს ხმა ადამიანმა 26-ში? სერიოზულად მაინტერესებს
თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ნორმალური არცერთი არაა.
უბრალოდ ბალანსისთვის ჯობია რომ ლელო და გახარია გააძლიეროთ, ეგებ სააკაშვილის შეკავება შეძლონ.
ანუ ცხვირზე ხელის მოჭერით ვაძლევ ხმას.
ვისაც მივცემ, ისიც საშინელებაა.
მაგრამ სტატუს კვო შესაცვლელია.
მიშაც - დასაბალანსებელია."
კიდევ ერთი facebook მომხმარებელი ეკითხება, რატომ გახარია-ლელო და არა გირჩი?
თამარ ჩერგოლეიშვილი: გირჩი ოცნებასთან შეკვრას არ გამორიცხავს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024