20/08/2024
14:07
სამართალი
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს - ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ივლისში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომლის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები. დეპარტამენტში ორი სამსახურია - ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური – მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი და ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური – ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი;
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული სანდრო კირვალიძე განათლებით იურისტია.
განათლება და კვალიფიკაცია:
07.2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრი;
07.2014 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურისტი, სამართალმცოდნეობა ბაკალავრი;
სამსახურებრივი საქმიანობა:
- 08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი;
- 09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი;
- 01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი;
- 01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი;
- 08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე;
- 2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი;
- 2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა;
თინათინ ღუღუნიშვილი:
განათლება და კავალიფიკაცია:
იურისტი/იურისტი/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბაკალავრი, მაგისტრი
სამსახურეობრივი საქმიანობა:
- 2024 წლის პირველი აგვისტოდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი
- 2022 წლის სექტემბრიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი
- 2018 წლის 14 დეკამბრიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის იურისტი
- 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი
- 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტაჟიორი
ირაკლი კერვალიშვილი
განათლება და კავალიფიკაცია:
იურისტი/სამართალმცოდნეობა/საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- ბაკალავრი
სამსახურეობრივი საქმიანობა:
- 2024 წლის პირველი აგვისტოდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
- 2024 წლის მაისიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი.
- 2022 წლის მაისიდან - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინოვაციების და ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი.
- 2022 წლის იანვრიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის ხარისხის კონტროლის მენეჯერი.
- 2021 წლის ივნისიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.
- 2017 წლის ივნისიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი.
- 2014 წლის თებერვლიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა არქივების განყოფილების სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე
- 2013 წლის სექტემბრიდან- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რუსთავის სარეგისტრაციუო სამსახურის სტაჟიორი
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024