10/07/2024
22:06
სამართალი
ცნობილია, პირის ვინაობა, რომელმაც „გლოვოს“ კურიერი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია ნიკოლოზ მამალაძეს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ „გლოვოს“ კურიერს შეკვეთის მიტანის შემდეგ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.
მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - აცხადებენ პროკურატურაში.
0
0