27/03/2024
17:58
სამართალი
უმძიმესი ავარია მოხდა გუშინ, სოფელ ვაზისუბანთან.
ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
“სფეისნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ძმები, გელა და გულადი ჯანაშიები, აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.
ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი ძმების ოჯახში, რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი ტრაგედია მომხდარა, მათ ძმა დაეღუპათ.
"საშინელება ტრიალებს სამეგრელოში. მთელი სოფელი იწვის ტრაგედიით. რომელი ერთი უნდა იტიროს დედამ, ჯერ პირველი დაკარგული შვილის ტკივილი ვერ მოუშუშებია… ახლა კი ორი შვილი ერთად უნდა იგლოვოს…",- განუცხადეს “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
"ავარიას ძმები ემსხვერპლნენ. ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დღეს დილით. კიდევ არის სამი დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა", - აცხადებენ ადგილობრივები “სფეისნიუსთან”.
0
0