07/05/2024
13:01
სამართალი
ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 31 წლის ქალი გარდაიცვალა.
ბავშვი თბილისშია გადაყვანილი – ამის შესახებ „მოზაიკას“ სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს ბავშვთა პროფილი, ამიტომ აქ მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ. ბავშვი თბილისში „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, გადაყვანისას მისი მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე“, – აცხადებენ ჰოსპიტალში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა 6 მაისს მოხდა.
გარდაცვლილი ნინო შემაზაშვილია.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი ჩვენს ცქრიალა, ღიმილა,ლამაზ და საყვარელ გოგოს😭🥰შენ ანათებდი მზესავით ჩვენო გოგო☀️🌞☀️ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას”
“შვილის მფარველი ანგელოზი ხარ ნინ…..
მარადისობა შენ სულს ჩვენო ლამაზო” - უწერენ ახლობლები.
0
0