29/04/2023
17:13
სპორტი
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. ეს მოვლენა ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მუნდიალზე.
საქართველოს ნაკრები ითამაშებს F ჯგუფში, რომელსაც იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან – სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.
წილისყრის შემდეგ 32 გუნდი 8 ჯგუფში ასე განაწილდა:
A ჯგუფი: ფილიპინები, იტალია, დომინიკის რესპუბლიკა, ანგოლა.
B ჯგუფი: სერბეთი, პუერტო რიკო, ჩინეთი, სამხრეთ სუდანი.
C ჯგუფი: აშშ, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, იორდანია.
D ჯგუფი: ლიეტუვა, მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე.
E ჯგუფი: ავსტრალია, იაპონია, გერმანია, ფინეთი.
F ჯგუფი: სლოვენია, ვენესუელა, საქართველო, კაბო ვერდე.
G ჯგუფი: ესპანეთი, ბრაზილია, ირანი, კოტ დივუარი.
H კგუფი: კანადა, საფრანგეთი, ლატვია, ლიბანი.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.
რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.
0
0