09/09/2024
14:13
სამართალი
40 წლის ქართველმა მსოფლიო მედია აალაპარაკა - შერგილ ფარჯიანი პორტუგალიის ციხიდან გაიქცა.
ფარჯიანის გარდა, პოლიცია კიდევ ოთხ მსჯავრდებულს ეძებს. ყველა განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა.
ლისაბონის ციხიდან გაქცევის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სავარაუდოდ, ქართველი ფარჯიანი იყო. ის სასჯელს ქურდობის, ძალადობის და დოკუმენტების გაყალბებისთვის იხდიდა. პატიმრებს ექვს მეტრიანი კედლის გადალახვაში თანამზრახველები გარედან დაეხმარნენ.
განსაკუთრებით საშიშმა დამნაშავეებმა ლისაბონის ციხის ტერიტორია ორი მანქანით და სამ თანამზრახველთან ერთად დატოვეს.
როგორც ციხის უფროსი ამბობს, მათ გადაძრომა იმიტომ შეძლეს, რომ იმ ადგილას არ არის საგუშაგო კოშკი, გასაქცევად კი ხელნაკეთი თოკი და კიბე გამოიყენეს.
ფარჯიანი პორტუგალიის ციხეში 7 - წლიან პატიმრობას იხდიდა.
0
0