ცნობილია გორში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
20/03/2024
14:54
სამართალი
A-
+A
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა “სფეისნიუსს” ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია 46 წლის გოგა კასრაძე.
“გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი სასტიკად დასახიჩრებული იყო. მას დარჩა მეუღლე და 2 შვილი”, აცხადებს “სფეისნიუსთან” ვათაშვილი.
კასრაძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო და ამჟამად, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ეს ტრაგედია მოხდა.
0
0
537
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%