12/11/2022
18:31
კულტურა
დღეს თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის, დაბადების დღეა - მას 90 წელი შეუსრულდა.
ლეო ანთაძე თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1955 წლიდან, მოღვაწეობს მარჯანიშვილის თეატრში. ასევე, 1967-1975 წლებში, გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით დაარსებული რუსთავის თეატრის მსახიობი იყო.
მან ეკრანული სახეები შექმნა შოთა მანაგაძის, სიკო დოლიძის, რეზო ესაძის, ნანა მჭედლიძის, გიგა ლორთქიფანიძის, თენგიზ აბულაძის, ალექსანდრე რეხვიაშვილის, ლევან კოღუაშვილის ფილმებში.
განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი მსახიობი აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას - მონაწილეობს პოპულარულ ტელესერიალებში. ასევე, მის რეპერტუარშია ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის“ მიხედვით შექმნილი მონოსპექტაკლიც, რომელსაც დაუღალავი ენერგიით უჩვენებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მაყურებელს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს და ულოცავს ლეო ანთაძეს იუბილეს.
0
0