08/08/2022
13:55
მსოფლიო
უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროპისათვის სიტუაცია გაზის მიწოდების მხრივ გართულდა. ევროპის მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს, რუსეთმა გაზის მიწოდების პერიოდულად შემცირებით უპასუხა. რუსეთიდან ევროპაში გაზი რამდენიმე გზით შედის. მაისში ერთ-ერთი გზა რუსეთმა მთლიანად ჩაუკეტა ევროპას, ხოლო ივლისის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი გაზსადენის „Nord stream 1-ის“ ნაკადი 75%- ით შეამცირა.
რუსეთის ამ ქმედებამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია გაზის ფასის აწევა და განსაკუთრებით გერმანიაში, რთული ვითარება შექმნა. გაზის ფასი 450%-ით მეტია ვიდრე წინა წელს იყო და იმის გამო, რომ ბაზარზე მიმწოდებლების რაოდენობა მცირეა, რუსეთის ჩანაცვლება და კრიზისის აღმოფხვრა რთულია.
ამ სიტუაციის ფონზე, გერმანულ ქალაქ ჰანოვერში გარკვეული ცვლილებები შემოიღეს, რათა გაზის ეკონომია მოახდინონ. ამიერიდან ჰანოვერში ცხელი წყლის მოხმარება იკრძალება საჯარო ტუალეტებში, სახელმწიფო შენობებში, სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებზე. ასევე გაჩერდებიან შადრევნები და აღარ იქნება ღამის განათებები ისეთ დიდ შენობებზე, როგორებიცა არიან მაგალითად მერია, მუზეუმი და სხვა დაწესებულებები. აპრილიდან სექტემბრამდე კი საჯარო შენობებში გამოირთვება გათბობა და ოთახის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 20 გრადუსი.
ჰანოვერის მსგავსად, გერმანიაში სხვა ქალაქებიც გეგმავენ მსგავსი ცვლილებების განხორციელებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლიურად ოჯახს მოუწევს დაახლოებით 500 ევროთი მეტის დახარჯვა გათბობისათვის.
რუსეთი და გაზპრომი, რა თქმა უნდა, ოფიციალურად თავიანთ ამ ქმედებას სანქციას არ უწოდებენ და მიწოდების შემცირებას ტექნიკურ ხარვეზებს აბრალებენ, რისიც არავის სჯერა.
ამ გამოწვევას ევროპა ღიად შეხვდა და ერთობლივად ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, რასაც საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება. რუსული გაზსადენების ჩანაცვლება ევროპის ქვეყნებისთვის რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.bbc.com/news/world-europe-62335911
https://www.bbc.com/news/world-europe-60131520
https://www.nytimes.com/2022/07/25/world/europe/russia-germany-gas-cut-eu.html
0
0