03/11/2022
14:21
სამართალი
ადვოკატი დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო”
"სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.
როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.
პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები",- აცხადებს ჯანდიერი.
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძის სასარგებლოდ 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.
0
0