03/12/2023
14:30
სპორტი
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2023 წლის ბოლო გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრები ცხრა ძოუდოისტით გამოვიდა, რომელთაგან ორი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
ძიგარო კანოს ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და მძიმეწონოსანმა, ლევან მატიაშივილმა იჭიდავეს. ჩხვიმიანი იაპონელ ნაკამურასთან შებოჭვით დამარცხდა, მატიშვილი კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან გაფრთხილებებით.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს გრანდ სლემის ფინალში იჭიდავა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ). ქართველი ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი კი 20 წლის გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ ლის იპონით სძლია.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57 კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა.
2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა – მათ მამაკაცებში ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.
0
0