06/06/2024
16:41
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.
დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია - ავტომატი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. მათი საცხოვრებელი სახლებიდან კი ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.
დაკავებულები ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები არიან.
ერთ-ერთი დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში კანონსაწინააღმდეგო არანაირი ნივთიერება, არც ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა.
„ჩემი შვილიც წაიყვანეს და ერთი ვიღაც ძმაკაცი წაუყვანიათ. არაფერი, ჩვეულებრივად იყო ბავშვი სახლში, თამაშობდა, არაფერი დაუშავებია. ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით რაიმე ნივთი არ ჰქონდა“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0