05/10/2024
16:08
არჩევნები 2024
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო: ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე კოალიციამ დღეს პირველი წარმატება მოიპოვა.
„ჩვენ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024