24/01/2023
22:32
კულტურა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სკანდალში გაეხვა.
რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა, მას კოლეგები დაუპირისპირდნენ.
რამდენიმე დღის წინ მომღერალი A-Studio-ს ერთ-ერთ წევრ ბაიგალ სერკებაევთან ერთად, არმან დავლეტიაროვის გადაცემას სტუმრობდა, რა დროსაც მომღერალმა ჯგუფის შემოქმედებაზე, კონკურენციასა და პოპულარობაზე ისაუბრა.
ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სკანდალები.
ჟურნალისტმა იკითხა, - როგორ ახერხებს A-Studio ამდენი წლის განმავლობაში დარჩეს ისეთ ჯგუფად, რომელიც სკანდალებში არ ეხვევაო?
და სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გახდა სკანდალის მიზეზი, რის გამოც თოფურიას რუსულ მედიაში აკრიტიკებენ.
ინტერვისუ დროს ქეთამ მოულოდნელად განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსული შოუბიზნესის სცენაზე ცოტა ნიჭიერი ადამიანია, რომელთანაც კონკურენცია შეიძლება. მან თანამედროვე რუსი მუსიკოსების უმრავლესობას “მასხარები” (კლოუნები) უწოდა.
ქეთა თოფურია:
"ჩვენი შოუბიზნესის 90% მასხარაა (კლოუნია)... ვუყურებთ მათ და ვიცინით. აბა, რა სახის სკანდალში შეიძლება გაეხვე? სასაცილოა! ჩვენ, უბრალოდ, ვხალისობთ“, - განაცხადა მომღერალმა.
თავის განცხადებებში შედარებით დელიკატური იყო ბაიგალ სერკებაევი. მისი თქმით, ისინი ნეიტრალურები არიან და არ ერევიან სკანდალებში.
რუსულ მედიაში წერენ, რომ ქეთა თოფურიას საკმარისად მეტი მოძულე ჰყავს. მაგალითად, როდესაც შეყვარებული იყო რეპერ გუფიზე, მის გარემოცვაში მიაჩნდათ, რომ რეპერისთვის ის ძალიან მოსაწყენი ქალი იყო.
თოფურიას გაუხსენეს წარსულში მომხდარი სკანდალიც, როდესაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თაყვანისმცემლის მიმართ მოულოდნელი აგრესია გამოავლინა. მომღერალს არ მოეწონა კომენტარი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა მის "ინსტაგრამპოსტზე" დაწერა, რის გამოც თოფურია მას დაემუქრა, ხოლო როდესაც მას მამის კრიმინალური წარსული შეახსენეს, მომღერალმა უპასუხა, - “სასაცილო იქნება, თუ ახლა კანონიერი ქურდის მეგობრები მოვლენ თქვენთანო...”
წყარო: ambebi.ge
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024