14/12/2023
00:46
კულტურა
წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის და უფრო ფართოდ, მთავრობისთვის ამ დარგში, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. იყო რა თქმა უნდა სხვადასხვა ცვლილება, როგორც კინოცენტრში, ასევე კონსერვატორიაში, მუზეუმებში და არაერთ სხვა ორგანიზაციაში, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კინოცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.
„კინოცენტრში ფაქტობრივად დავასრულეთ ანალიზი იმ ვითარებისა, რაც დაგვხვდა და უკვე იანვრიდან მზად ვიქნებით, რომ სიახლეები შევთავაზოთ დარგის სპეციალისტებს. ანალიზის შედეგად ვნახეთ, რომ ფსევდო ბოიკოტი, რომელიც კინოცენტრს გამოუცხადეს, ბოიკოტი არ არის, ეს არის პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებული ტაკიმასხარაობა, რომელსაც მხარს არ უბამს პროფესიონალთა უმრავლესობა. ბოიკოტი თუნდაც რეალური იყოს ესეც არ არის პრობლემა. ისინი ასე ხსნიან, რომ ბოიკოტი ნიშნავს უთხრა სახელმწიფოს, რომ არ გსურს მისი დაფინანსება. ჩვენი პასუხი არის, რომ არ გსურთ და არც არის საჭირო, ვისაც სჭირდება ის მოგვმართავს და იმას დავაფინანსებთ, რა თქმა უნდა, კონკურსის წესით. ეს ბოიკოტიც არ არის, ეს არის რაღაც წამოწყება და ერთმანეთისთვის თავის მოსაწონებლად აწერენ ხელს, შემდეგ მოგვმართავენ წერილებით, რომ ხელისმოწერის მიუხედავად არ არიან ბოიკოტში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
0
0