19/11/2024
10:45
პოლიტიკა
ჩვენი პროტესტი ხანმოკლე არ არის, -ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის.
„აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ბევრი რამ ნაფიქრია, ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის და ჩვენ გვაძლიერებს. ძალიან კარგი იყო ასე გადაჭარბებული ძალით რომ გამოვიდნენ იმიტომ, რომ სრულად დავინახეთ, რის შესაძლებლობა აქვთ. მთელი სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა დაჯგუფება ჰყავდათ გამოყვანილი. ფაქტობრივად, ამაზე დგას პოლიცია, მეტი არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვიცით, რომ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის და „ძლიერი საქართველოს“ იდეის სჯერა, გაცილებით მეტი ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, განგრძობად პროტესტს აქვს ორი მიზანი - ქვეყნის შიგნით საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის გარეთ არჩევნების არაღიარება.
რაც შეეხება დაკავებას, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, „უშუალოდ დაკავებებში ჩართული იყვნენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და არა რიგითები“.
„ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია. მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, გადმოდით პოლიცია ხალხის მხარეს. დარწმუნებული ვარ, თქვენი სამშობლო გიყვართ და თქვენს მეთაურებს, რომლებიც გაამდიდრა „ქოც რეჟიმმა“ უთხარით უარი იმ უკანონო დავალების შესრულებაზე. თქვენ შეგიძლიათ ხელი არ მოუქნიოთ მშვიდობიან მომიტინგეს, შეგიძლიათ არ დააკავოთ მშვიდობიანი მომიტინგე“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024