02/10/2021
15:37
მსოფლიო
„2 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული იყო უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია. დიპლომატმა გვაცნობა საქართველოში უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი.
უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას მასთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების პრესპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს სახელით გავრცელდა.
0
0