ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა - არჩილ ტყეშელაშვილი
12/01/2022
11:31
სამართალი
A-
+A
სასამართლომ ბრალდებულების ბრალეულობა სრულად გაიზიარა. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მივიღებთ ჩვენ სასამართლოდ დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და აღნიშნულის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაო მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
0
0
418
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%