26/10/2024
12:31
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ალიაშვილის ქუჩაზე, #54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
„ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა - იქნება მშვიდობა თუ ომი - პირდაპირ ასე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
0
0