20/12/2023
17:44
ეკონომიკა
წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სათხილამურო სეზონის გახსნისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა ტურისტული სექტორი დინამიურად ვითარდებოდეს.
„მინდა გითხრათ, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში. ეს ძალიან დამაიმედებელია, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოვახერხეთ ტურისტული სექტორის არამხოლოდ აღდგენა, არამედ წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ დინამიკაში გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,- აღნიშნა მინისტრმა.
0
0