11/11/2024
21:59
პოლიტიკა
ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, ისინი გეგმასაც კი გაგვაცნობენ , - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
„დღეს გვჭირდება ერთად ყოფნა, „ძალა ერთობაშია" დღევანდელი დევიზი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ის რომ გამოვიდეთ ყველა ქუჩაში, როდესაც იქნება საჭიროა და დღეს არის განსაკუთრებულად საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, ისინი გეგმასაც კი გაგვაცნობენ, თუ რა აქვთ ჩვენთვის ჩამოტანილი, რა სიახლეებია და რა ახალი ამბებია ჩამოტანილი და ძალიან გონივრულად უნდა მოქმედება, იმიტომ რომ ჩვენს მტერს არ სძინავს, ეს გარე მტერი იქნება თუ შიგა მტერი იქნება და ძალიან ჭკვიანურად მიჰყავს თავისი პოზიცია",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა.
შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა მიმართეს.
0
0