04/12/2023
15:51
კონფლიქტები
"კაცობრიობა ვერ მოესწრება დროს, როდესაც აფხაზეთისა და რუსეთის გზები გაიყოფა". – ამბობს რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებთან შეხვედრაზე.
სიმონიანის თქმით, აფხაზები და რუსები ახლაც ერთად, "სიმართლისთვის" იბრძვიან უკრაინაში.
სიმონიანმა ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, USAID, რომელიც, სიმონიანის თქმით, საკუთარი ღირებულებებისა და პოლიტიკის თავზე მოხვევას ცდილობს და ქვეყნის კულტურას უქმნის საფრთხეს. სიმონიანმა წარმატებები უსურვა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლაში.
"არაფერს კარგს არ მოიტანს ეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სლოგანებით მოვლენ ისინი თქვენთან, ისინი არაფერ კარგს და ბევრ ბოროტებას მოგიტანენ. ღმერთმა დაიფაროს და ყველაფერი ეს რაიმე ტიპის სისხლისღვრით დასრულდება, მათი ინტერვენციები ყოველთვის როგორც მთავრდება". – თქვა სიმონიანმა.
0
0