07/11/2024
23:08
პოლიტიკა
წარმოუდგენელი ვითარებაა, ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან იმყოფებოდა, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ.
დილიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სხდომაზე არ უშვებენ, თვითონ არიან შეკრებილები იქ, გამომწყვდეული ჰყავთ რამდენიმე ოპოზიციონერი წევრი და ხელის გადაგრეხის პრინციპით აფორმებენ ოქმებს.
“წარმოუდგენელი ვითარებაა, ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს სხდომები უნდა იყოს საჯარო. ოქმის შეჯამების არსი ეს არის, რომ იყოს საჯარო და მოქალაქეებმა საკუთარი აზრი გამოხატონ. მაშინ პირდაპირ ადგნენ და დაწერონ ციფრები, რასაც აკეთებენ ფაქტობრივად. მახინჯი ფორმით, ფორმდება მიტაცება ჩვენი არჩევნების და აგერ არის გაყალბების დასაბუთება. საქართველოს მოქალაქეებს სხდომაზე არ უშვებენ, თვითონ არიან შეკრებილები იქ, გამომწყვდეული ჰყავთ რამდენიმე ოპოზიციონერი წევრი და ხელის გადაგრეხის პრინციპით აფორმებენ ოქმებს. რა აქვთ გასაფორმებელი, პირწმინდად აქვთ წაგებული თბილისი, ამ გაყალბებულ არჩევნებზეც კი წააგეს. თბილისმა გაისტუმრა "ქართული ოცნება", არ სჭირდება და სწორედ ამიტომ არიან გამოკეტილნი ამ მახინჯ შენობაში ის ხალხი, ვისზეც არის ეს რეჟიმი ჩამოკიდებული. ამ პროცედურის არსი არის ის, რომ იყოს საჯარო, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება დაესწროს. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს წარსულ დროში მომხდარ პროცესებს. მარტო არის "ოცნება", თავისი ბიუროკრატებით, გამოკეტილ ოთახში და არავითარი სურვილი არ აქვთ, საზოგადოებას ჩახედონ თვალებში", - განაცხადა ანა დოლიძემ.
0
0