11/10/2023
19:35
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პერსონალის შეიარაღებას და აღჭურვას, შეიქმნა ახალი დანაყოფები, რომლებიც იყენებენ მაღალი სიზუსტის დისტანციურ იარაღს. ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 31 წლისთავისადმი მიძღვნილ გზავნილშია ნათქვამი.
„თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევები და საფრთხეები მოითხოვს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები. მიმდინარეობს ძალისხმევა შეიარაღებული ძალების პერსონალის შეიარაღებისა და აღჭურვისთვის, შეიქმნა ახალი დანაყოფები მაღალი სიზუსტის დისტანციური იარაღის გამოყენებით. ჩვენი ამოცანაა შევძლოთ არმიის გადაიარაღება და აღჭურვა თანამედროვე რეალობის შესაბამისად“, - ნათქვამია დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024